მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების სპეციალისტის კურსი

0 Enrolled
12 hour

Course Overview

OSH Academy გთავაზობთ ,,მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების სპეციალისტის კურსს“.

ტრენინგი განკუთვნილია:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების ჩატარების პროცესში,
  • პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კომპანიაში მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების მაჩვენებლების კონტროლზე და პრევენციაზე,
  • შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის,
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,
  • საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

კურსის ხანგრძლივობა – 12 საათი.

ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული კურსის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.

კურსის მიზანი:

  • მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების მნიშვნელობის გაცნობა და გააზრება.
  • საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა.
  • უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების გაცნობა.
  • მიკროკლიმატთან და ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების, რისკების, მოსალოდნელი პროფესიული დაავადებების და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • გაზომვების ჩატარების პრინციპების გაცნობა.
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელმა წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

There are no items in the curriculum yet.

Instructor

User Avatar

DavitMazmishvili

0.0
0 Reviews
2 Students
67 Courses

Feedback

0.0
0 rating
0%
0%
0%
0%
0%

Be the first to review “მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების სპეციალისტის კურსი”