Course Overview
შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი
(შრომის უსაფრთხოების მიმართულების ტრენინგების ტრენერთა კურსი)
- ტრენინგის საფუძველი
- სტანდარტი – ANSI/ASSE Z490.1-2009 (Criteria for Accepted Practices in Safety, Health, and Environmental Training);
- გაიდლაინი – OSHA 3824-08 2015 (Resource for Development and
Delivery of Training to Workers);
- გაიდლაინი – OSHA 2254-09R 2015 (Training Requirements in OSHA Standards);
- გაიდლაინი – NIOSH publication No. 98-145;
- სახელმძღვანელო დოკუმენტი – ISSN 1830-5946 European Agency for Safety and Health at Work / Training Teachers to Deliver Risk Education – Examples of Mainstreaming OSH into Teacher Training Programmes.
- ტრენინგის მიზნობრიობა
ტრენინგი განკუთვნილია:
- პირებისთვის, რომლებსაც უწევთ შრომის უსაფრთხოების ტრენინგების შემუშავება, ჩატარება და შეფასება.
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის და იმ მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის, რომლთა მოვალეობებშიც შედის შრომის უსაფრთხოების ტრენინგების მომზადება და ჩატარება.
- ნებისმიერი ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აფასებენ ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობას.
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგების მნიშვენლობით და ეფექტურობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
- ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა: 40 საათი
- კონტაქტური 20 საათი ჩატარდება აუდიტორიაში. დღეში 4 საათი.
- დამოუკიდებელი 20 საათი არის განკუთვნილი დამოუკიდებელი სამუშაოსთვის დავალებებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს ყოველ მეორე სატრენინგო დღეს.
- ბოლო სატრენინგო დღე შეჯამდება ფიანლური ტესტით, გამსვლელი ქულა არის 75%.
- კუსის წარმატებით დასრულებისთვის თითოეულმა დამსწრემ კურსის მანძილზე დამუშევარი დავალების მიხევით აუდიტორიის წინაშე უნდა წარადგინოს მომზადებული ტრენინგი.
- ტრენინგზე დასწრების წინაპირობა
4.1 დავალებების შესასრულებლად მსმენელს უნდა შეეძლოს ინტერნეტში და Power Point-ში დამოუკიდებლად მუშაობა.
4.2 ტრენინგზე დასწრებისთვის მსმენელს უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო დავალებებზე სამუშაოდ.
- ტრენინგის მიზანი:
- ტრენინგის ცნების და ტრენინგის ჩატარების მნიშვნელობის გაცნობა და გააზრება.
- ტრენერის როლის, კვალიფიკაციის, საჭირო და გამოსამუშავებელი უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- ტრენინგის აღწერილობის მოსამზადებლად საჭირო შეფასების (Needs Assessment) ეტაპების გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- ტრენინგის ჩატარების მიზნის განსაზღვრა და მისაღწევი შედეგების ჩამოყალიბება.
- ტრენინგის პროგრამის მოდულების მოთხოვნების ჩამოყალიბება და მოცულობის განსაზღვრა.
- ტრენინგის შემუშავების მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავების პრინციპების შესწავლა.
- ტესტის შედგენა და მისი თავისებურებები.
- შეფასების ფორმის (ტრენინგის, ტრენერის, გარემოს) მომზადების შესწავლა.
- ტრენინგისთვის საჭირო ტექნიკური და სხვა რესურსების განსაზღვრა.
- ტრენინგის ბიუჯეტის შედგენა.
- თანამედროვე სწავლების მეთოდების გაცნობა.
- ზრდასრულთა სწავლების პრინციპების შესწავლა და გამოყენება.
- სწავლების დროს მოსალოდნელი რთული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თავის გართმევა.
- აუდიტორიის მართვის ტექნიკების გაცნობა.
- ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელიც ზრდის ჯგუფის ენერგიას და მოტივაციას.
- პრეზენტაციის მომზადების სტანდარტების გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის, ასევე პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობის გააზრება.
- ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მსმენელები მიღებულ თეორიულ ცოდნას განიმტკიცებენ პრაქტიკული სავარჯიშოების და დავალებების დახმარებით. ტრენინგის ბოლო დღეს თითოეული დამსწრე წარადგენს თავის ნამუშევარს (მომზადებულ ტრენინგს) აუდიტორიის წინაშე.
